|
2026-04-25 21:26:29, 7472 ნახვა
პოლიტიკა
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
25 აპრილს Fox News-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებების მიზნით აღარ გაემგზავრებიან. ტრამპის თქმით, არ ღირს, რომ აშშ-ს დელეგაციამ პაკისტანამდე 18-საათიანი ფრენა შეასრულოს მაშინ, როცა ირანთან კონფლიქტში ყველა კარტი ამერიკის ხელშია. Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა დაამატა, რომ ირანს ნებისმიერ დროს შეუძლია აშშ-სთან დარეკვა. "ჩემს ხალხს ცოტა ხნის წინ, როცა ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ, ვუთხარი, რომ 'არა, იქ ჩასასვლელად 18-საათიან ფრენას არ შეასრულებთ. ყველა კარტი ჩვენ გვაქვს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაგვირეკონ, მაგრამ თქვენ აღარ შეასრულებთ 18-საათიან ფრენებს, რათა დასხდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ-მეთქი'," ციტირებს ტრამპს Fox News.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)