22:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 16:28:23, 398 ნახვა

პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: ალბათობა, რომ მარგველაშვილი დაბრუნდეს „ქართულ ოცნებაში“ ძალიან დაბალია

თსუ-ის პროფესორი და პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია არ ელოდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისევ გახდება „ქართული ოცნების“ სახე.

როგორც პოლიტოლოგმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა ამის ალბათობა ძალიან დაბალია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობის დათმობა აშკარად თვალსაჩინოა.

კაკაჩიას შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი „ოცნების“ ერთადერთი სახე არ არის. პოლიტოლოგი ურთიერთობის დალაგებას ვერ ხედავს პრეზიდენტსა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის.

„პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნების“ ლიდერებს შორის ურთიერთობათა დათბობას ვერ ვხედავ. უფრო პირიქითაა, მე მგონი, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის პიროვნულმა ფაქტორმა ითამაშა დიდი როლი და ამიტომ ჩანს ასე. სამწუხაროდ გიორგი კვირიკაშვილი არ არის „ქართული ოცნების“ ერთადერთი სახე.

საპარამენტო ფრაქციას გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში რიტორიკა არ შეუცვლია. ახლა ბევრი რამე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პარტიული სია. ვინ იქნებიან პარლამენტში „ქართული ოცნების“ სემადგენლობაში, მაგრამ ალბათობა რომ გიორგი მარგველაშვილი დაბრუნდეს „ქართულ ოცნებაში“ ამის ალბათობა ძალიან დაბალია“, - განუცხადა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics