2016-04-06 09:29:42, 438 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თანამდებობა დატოვა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც კვერენჩხილაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მან აღნიშნული გადაწყვეტილება მარტში, საკუთარი სურვილით მიიღო. იგი მუშაობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძობს.
ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან