ვოლსკი: პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ორივე კანდიდატს შესწევს უნარი, სიმართლისა და სამართლის სადარაჯოზე იყვნენ
საკონსტიტუციო სასამართლოს კანდიდატების პროფესიული მონაცემების შეფასებას მე რასაკვირველია, წინასწარ ვერ გავაკეთებ. თუმცა, ორივე კანდიდატს ვუსურვებ, რომ სიმართლისა და სამართლის სადარაჯოზე იყვნენ. ამის მონაცემები ორივეს გააჩნია, - ამის შესახებ საპარლემენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.