გოგუაძე: არ ვიცი ივანიშვილი მეორე არჩევანში რას გულისხმობს, ჩვენი არჩევანი არაფორმალური მმართველობის დამთავრებაა
„არ ვიცი ივანიშვილი მეორე არჩევანში რას გულისხმობს, ჩვენი არჩევანი არაფორმალური მმართველობის დამთავრებაა“, - ასე გამოეხმაურა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ, არჩევნებზე მისი მეორე არჩევანი „თავისუფალი დემოკრატებია“.