კალაძე: თუ ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ, გამოვიდეს და გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა
თუ რაღაც ვირტუალური მოსამართლეები არსებობენ და მათზეა ზეწოლა, მაშინ გამოვიდეს და გვითხრას ბატონმა პაპუაშვილმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.