საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფელ სობისში მათ მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, აჭარაში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 12.54%-მა (38 713) დააფიქსირა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯოდმარე ზურაბ პატარაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა ქობულეთში, 71-ე ოლქის მე-4 უბანზე მისცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში აკვირდებიან.
ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ისნის 66-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე პიროვნება ყალბი სააკრედიტაციო მოწმობით შესვლას ცდილობდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More