05:31 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
უსკო: 15:00 საათის მონაცემებით, აჭარაში საკუთარი არჩევანი 78 870-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
15:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში, ყველაზე დაბალი კი გორში ფიქსირდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

ცესკო: მცხეთაში გამგებლის მოადგილე არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეგიდით დაკვირვებას ცდილობდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ისნის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ორ უბანზე  2 დამკვირვებლის მხრიდან ყალბი აკრედიტაციის მოწმობის გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ აღიკვეთა.

ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის საარჩევნო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე ავრცელებს ინფორმაციას.

ცესკო-ს ინფორმაციით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა
პატრიარქი: ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას
ირაკლი კობახიძე სპორტსმენების მობილიზებასთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავას განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან ვრცელდება იფნორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან სპორტმენების მობილიზაცია ხდება, ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 25.3% შეადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

არჩევნების მეორე ტურს ეუთო-ს, IRI-ისა და NDI-ის სადამკვირვებლო მისიები აკვირდებიან
ბოკუჩავა: გორში, ქუთაისსა და რუსთავში სპორტსმენების კონცენტრაცია შეინიშნება
„სამართლიანი არჩევნები“ კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე ბიულეტენი დაიკარგა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე 1 ბიულეტენი დაიკარგა.

„მსგავსი ფაქტი მხოლოდ უბნის გარეთაა დაფიქსირებული“ - ცესკო დავით კირკიტაძეს პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც მისი თქმით,   №30-ე რუსთავის ოლქის №24-ე უბანში მოსყიდვის ფაქტია აღბეჭდილი.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, ალბერტ მერებაშვილის მამა დაკავებულია
რურუა: იმედი მაქვს, „ოცნებას“ ეყოფა ჭკუა, არ გადააყოლოს არჩევნების ლეგიტიმურობა სიხარბეს

„იმედი მაქვს, რომ „ოცნებას“ ეყოფა ჭკუა და არ გადააყოლებს მთლიან არჩევნებს და მის ლეგიტიმურობას ამ სიხარბეს, რომელიც ახლა მას აქვს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ განაცხადა.

შსს-მ სობისში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

სოფელ სობისში მომხდარ ინციდენტზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი სცემეს, შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics