06:20 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 14:20:16, 751 ნახვა

პოლიტიკა
„მსგავსი ფაქტი მხოლოდ უბნის გარეთაა დაფიქსირებული“ - ცესკო დავით კირკიტაძეს პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც მისი თქმით,   №30-ე რუსთავის ოლქის №24-ე უბანში მოსყიდვის ფაქტია აღბეჭდილი.

კერძოდ, კირკიტაძის განმარტებით,   „ქართული ოცნების“ კოორდინატორი თამაზ ნოზაძე, რომელიც უბანზე  დამკვირვებელია,  ამომრჩეველს  ფულს აძლევს.

კირკიტაძეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს:

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ვითარება ჯერჯერობით შესწავლილი არ არის. თუმცა, რამდენადაც ვფლობთ ინფორმაციას, მსგავსი ფაქტი მხოლოდ უბნის გარეთაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დეტალებს, მას კომპეტენტური ორგანოები შეისწავლიან. კომისიის წევრზე არ არის საუბარი“,-აღნიშნა ცესკოს-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics