05:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 12:21:04, 615 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის ინფორმაციით, მარნეულის 50-ე უბანზე ენმ-ს საარჩევნო პროცესის ხელოვნურად ჩაშლა აქვს განზრახული

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მათ აქვთ მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს განზრახული, მარნეულის 50-ე საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამის შესახებ ირაკლი კობაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობას" აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება საარჩევნო პროცესში არ დაუშვან.

"მოვუწოდეთ ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს, რომ მარნეულის 50-ე უბანზე მსგავსი ქმედება არ დაუშვან. ეს არის სრულიად დაუშვებელი", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ არჩვნების მიმდინარეობის პროცესს გამოეხმაურა, მან აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

ირაკლი კობახიძე გუშინ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.

"კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გავრცელდა, რაზეც ყურადღება გაამახვილეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქმე ეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ოცნების დავალებით საჯარო მოხელეებს ევალებათ ოთხკუთები ფორმით ბიულეტენის შემოხაზვა. ეს არის დეზინფორმაცია და ჩვენ ამაზე გუშინაც გავაკეთეთ განცხადება. მსგავსი რამ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა, ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ", - განაცხადა კობახიძემ.

მანვე დასძინა, რომ არჩევნებზე მოქალაქეების აქტივობა არის საკმაოდ დაბალი. კობახიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას და ძალიან მნიშნველოვანია, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რაც ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევებში", - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics