მათიკაშვილი: პოლიცია დღეს ფეხზე მყარად დგას, შსს-ში ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავთ
„პოლიცია დგას თავის ფეხზე მყარად და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, ხელმძღვანელობის კუთხით რაიმე ცვლილება შევიდეს შსს-ს სტრუქტურაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე შს მინისტრის შესაძლო გადადგომის საჭიროებას ეხებოდა.