01:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 13:18:09, 2280 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ნურსულთან ნაზარბაევი: საქართველოს მარშრუტი შესაძლოა, ჩინეთისთვის ყველაზე მომგებიანი გახდეს

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, საქართველოს მარშრუტი შესაძლოა, ჩინეთისთვის ყველაზე მომგებიანი გახდეს.

როგორც ნაზარბაევმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყაზახური მხარე ბათუმის ტერმინალისა და პორტის მფლობელია.

"მნიშვნელოვანია, რომ იქ არსებული პრობლემები მოგვარდეს, მათ შორის სატარიფო კუთხით", - აღნიშნა მან. 

ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა აბრეშუმის გზის განვითარების კუთხით.

ამასთან, მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობები რამდენიმე მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. 

„საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დროულია და გახდება ბიძგი თანამშრომლობის გააქტიურებისთვის“, - განაცხადა ნაზარბაევმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics