|
2017-06-12 18:22:58, 1998 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს სამიტზე საქართველოს პოზიციის დაცვისათვის, ლიტვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. „გთხოვთ გადასცეთ ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი გულითადი მადლობა, ნატო-ს სამიტზე საქართველოს პოზიციების დაცვისათვის. იგი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია",- შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას. ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეც გამახვილდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს საოკუპაციო ხაზის მონახულებისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან და არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა. მხარეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველომ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რეფორმების გზა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული. ასევე ხაზგასმით აღინიშნა ინსტიტუტების მდგრადობისა და დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობა. „ლიტვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. შეხვედრის დასაწყისშივე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ლიტვა იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს შეეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პრეზიდენტმა ლინას ლინკევიჩიუსს სთხოვა, რომ მადლობა გადაეცათ ლიტვის პრეზიდენტისათვის, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტისადმი დაპირებისამებრ მტიცედ წარმოადგინა საქართველოს პოზიციები ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე",-აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. ლინას ლინკევიჩიუსმა ქართულ მხარეს ლიტვის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)