18:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სუბარი: გირგვლიანის თემაზე განცხადება რომ გავაკეთე, სააკაშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მიყვიროდა

„გირგვლიანის თემაზე განცხადება, რომ გავაკეთე მიხეილ სააკაშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მიყვიროდა“,-ამის შესახებ ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა,  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

პრეზიდენტის მხრიდან ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაში ანა დოლიძე მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, 16 ივნისს, ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

კახიძე: პროკურატურის მოქმედება და თანამდებობის პირების განცხადებები, ბერა ივანიშვილის სტატუსებზეა დამოკიდებული

„ ცვლილებით,  რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, რეალურად არ იდგმება ნაბიჯები ლიბერალიზაციისკენ, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს აღსრულება, რომელიც ეხება მხოლოდ მარიხუანას“, - ამის შესახებ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით  ''ევროპული საქართველოს'' წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატიანი: სანამ მუხთარლის საქმე არ არის გამოძიებული, მანამდე მთელ ქვეყანას ტომარა აქვს გადაფარებული

„მუხთარლის ამბავმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას და ახლა უკვე სრულიად ცხადი გახადა „ქართული ოცნების“  ხელისუფლების სამარცხვინო საქმე და სახე, ეს სახე თანდათანობით ცნობილი ხდება საერთაშორისო მასშტაბით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

კობა კობალაძე: საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, კონგოში გადავფრინდე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღემდე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად.

სოფო კილაძე ოსორაულზე: ქვეყანაში, სადაც ქაოსია, არ არის ადვილი, ადამიანი იპოვო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის საქმეს გამოეხმაურა.

კილაძე: იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცავები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მალე ნათელს მოჰფენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის  ეფექტური გამოძიებით ხელისუფლება არანაკლებ დაინტერესებულია.

ევროპარლამენტი მუხთარლიზე: საქართველო პასუხისმგებელია, დაიცვას მის ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები

ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს მკაცრად გმობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი.

იონათამიშვილი ოპოზიციას: საკუთარ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ტომარა გადააცვით და მთელი გადაცემა ასე ამყოფეთ

„თქვენ ხართ ის გუნდი, რომელმაც  საკუთარ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადააცვით ტომარა და მთელი გადაცემა ტომარით ამყოფეთ. სხვა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს პროტესტი, მათ ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ  მოიხსნეს პროტესტის შემდეგ და თქვენი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან უნდოდა მოხსნა და წუხდა ამ ტომარის გამო, მაინც ბოლომდე ტომარაში ამყოფეთ".

თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენ გაღელვებთ კალაძის რეიტინგი, პოპულარობა და ის, რომ მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ, მერობის სავარაუდო კანდიდატ კახი კალაძის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იწყება

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ იწყება.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს

„საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს“, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მარგუს ცაკნამ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

დოლიძე: უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა

''უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საზღვარი 20 ათასზე მეტმა  ადამიანმა გადაკვეთა და აქედან მხოლოდ ერთეულები მოაბრუნეს უკან'', - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრემიერმინისტრს შეხვდა
ლინას ლინკევიჩუსმა სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა

საქართველოში  სამუშაო ვიზიტით მყოფმა  ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა  მინისტრმა ლინას  ლინკევიჩუსმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics