00:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მარიამ ჯაში: საქართველოს ასეთი გამართული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია არ ჰქონია

„მხარი დავუჭირე კონსტიტუციურ ცვლილებებს, რადგან საქართველოს, დღემდე სამართლებრივად ასეთი გამართული  და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული   კონსტიტუცია არ ჰქონია“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციით 37 600-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ინფორმაციით,  ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, უვიზო მიმოსვლით 37 600-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

რატიანი: როდესაც უმრავლესობას ვუსმენ, არ შემიძლია არ გავიხსენო საბჭოთა გადაცემები „ვრემია“ და „მოამბე“

„როდესაც ვუსმენ უმრავლესობას არ შემიძლია არ გავიხსენო წინა საუკუნის გადაცემები „ვრემია“ და „მოამბე“, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ რა კარგად მიდის ცხოვრება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძე: რუსეთი აფხაზეთში ჩვენს მოძმეებს კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს

„რუსეთი ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში კვლავ სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება რეფორმების განხორციელებაში
გრიგოლ ლილუაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გამორიცხული არ არის.

საქართველოს დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეწვევა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო დღეს საქართველოში ეწვვევა.

თეა წულუკიანი გლობალურ ფორუმს მიგრაციის მართვის ქართულ მოდელს გააცნობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბერლინში  მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმში (GFMD) მიიღებს მონაწილეობას.

ძიძიგური: პარტიებს მეტი დრო ექნებათ, ფსიქოლოგიურად და მორალურად წინასაარჩევნო კამპანიისთვის მოემზადონ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ოქტომბრის მესამე კვირაში ჩატარებასთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯია.

მიშველაძე: საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას რეპრესიული მექანიზმისთვის იყენებენ

 საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ თათარაშვილის საქმეს ეხებოდა.

პრეზიდენტის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა ფორსირებულად არ უნდა ხდებოდეს

პრეზიდენტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

„საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია“ - არასამთავრობოები ევროპარლამენტს მიმართავენ

33 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპარლამენტს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ერთობლივი წერილით მიმართავს.

პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევას არ აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელი კოლეგის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევას არ აპირებს.

პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე,  აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს 1-ელ ივლისს წარადგენს

„ქართული ოცნება“  თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს პირველ ივლისს წარადგენს.

„ევროპული საქართველო“ საატესტატო გამოცდების შედეგებს საგანგაშოს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრები საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმადაც,  მოსწავლეთა 27%-მა მინიმალური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო, საგანგაშოს უწოდებენ.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics