02:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 14:07:29, 2632 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე,  აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სასახლეში გააკეთა.

,,მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს. ამის თაობაზე ჩვენ ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს.

ეს გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი გაუგებრობებიდან გამომდინარე, რადგან არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული, გარკვეული საკანონმდებლო, საბიუჯეტო დეტალები.

მთავარია, რომ ეს არის პარტიებისთვის საარჩევნო გარემოს განჭვრეტადობა და დღეს, 4 თვით ადრე, მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ მათ ვაძლევთ  ინფორმაციას.

4 თვით ადრე პარტიებმა იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნები  ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დაინიშნება, მაგრამ აქტი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი, იურიდიულად შევა ძალაში,  აგვისტოს ბოლოს გამოიცემა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics