01:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 12:03:10, 2178 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ საატესტატო გამოცდების შედეგებს საგანგაშოს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრები საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმადაც,  მოსწავლეთა 27%-მა მინიმალური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო, საგანგაშოს უწოდებენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, ამ ფაქტმა ზოგადი განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემები კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 „გაჟღერებული ინიციატივები - იქნება ეს საატესტატო გამოცდების ბარიერის ზრდა თუ საერთოდ მისი გაუქმება, ვერ გამოდგება პრობლემის მოგვარების შესაძლებლობად. სიტუაციის გამოსწორებისთვის კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი - უპირველესად, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც პრაქტიკულად საჭიროა და რეალურ შედეგებს მოგვცემს; დაფინანსების იმ მიმართულებით გაზრდა, რაც უშუალოდ აისახება საგანმანათლებლო პროცესზე; იმ პედაგოგების მოტივაციის ზრდა და ხელშეწყობა, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამასთანავე, აუცილებელია საშუალო საფეხურის ამოცანებისა და უმაღლესი განათლების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, რომელმაც სისტემა უნდა მიიყვანოს სკოლის გამოსაშვები გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ინტეგრირებამდე“, - აცხადებს რატიანი.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა მარიამ რამინაშვილმა ბრიფინგზე ბოლო პერიოდის სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ 2014 წელს ჩაჭრილთა რაოდენობა 13% შეადგენდა, 2015-ში - 14%, 2016-ში კი 24%-მდე ავიდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები თვლიან, რომ განათლების სამინისტროს არ გააჩნია მიდგომა და შესაბამისი სტრატეგია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საატესტატო გამოცდების შედეგის გამო სასწავლო პროგრამის გავლა განმეორებით უწევთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics