00:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერი: საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს უზყრუნველყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

კობახიძე: ვენეციის კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო კონსენსუსი შემდგარიყო

“საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს, ბათუმში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯანი ბუკუკიო: კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა მხოლოდ უმრავლესობას

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა.

გიორგი კვირიკაშვილი: კონსტიტუციის პროექტზე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები გავაკეთეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ვენეციის კომისიის და პირადად ჯანი ბუკიკიოს თანადგომას კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ძალიან აფასებს. 

ომბუდსმენმა პრემიერს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების რეგლამენტირების შესახებ რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა პრემიერ–მინისტრს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და ნორმების რეგლამენტირების შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

ლევან იზორია ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს მიიღებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში, თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება.

გრიგორი კარასინი: თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვის ვიზების გამარტივების პროცესი მზადდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, 2015 წლის დეკემბრიდან რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიან, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს, ახლა კი, თვითმფრინავის ეკიპაჟებისთვის ვიზების გამარტივების პროცესი მზადდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოცემა "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გრიგორი კარასინი: საქართველო რუსეთის მიმართ ნატო-ს „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ისეთ ფორმას იღებს, რომ ფაქტობრივად, ოფიციალური თბილისი ალიანსის რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის მონაწილე ხდება, - ამის შესახებ გრიგორი კარასინმა გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა. 

მარგველაშვილი: საქართველო კიდევ ერთხელ ზეიმობს თავის ადგილს ევროპულ სამართლებრივ პროცესში

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის მონაწილეებისათვის ბათუმში მიღება გამართა 

 

ბუკიკიო: კონსტიტუციური რეფორმა საჭიროებს ფართო კონსენსუსს არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში

ბუკიკიო: კონსტიტუციური რეფორმა საჭიროებს ფართო კონსენსუსს არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, შესაძლოა იმპიჩმენტის გზით გადადგეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებისა დ მათ შორის, პრეზიდენტის დაკავებული პოსტებიდან გადაყენება შეუძლია, - ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

 

„საქართველო გამორჩეული ლიდერია და განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებს“ - გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუცია

გერმანიის ბუნდესტაგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების შესახებ რეზოლუცია მიიღო.  

მდინარაძე: მთავარია, რომ საბოლოოდ ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა გვექნება

„იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა შევთანხმებულიყავით, რომ ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, - ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებას.

ბუკიკიო: საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა.

ჯანი ბუკიკიო: პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებული ვარ

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია, - ამის შესახებ ბუკიკიომ ბათუმში „საზოგადოებრივს“ განუცხადა.

საქართველოს ჯანი ბუკიკიო ეწვია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ბათუმშია.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics