16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 21:41:12, 2224 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: მთავარია, რომ საბოლოოდ ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა გვექნება

„იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა შევთანხმებულიყავით, რომ ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, - ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი გაითვალისწინებს იმასაც, რომ კონსენსუსის მიღწევა მმართველ პარტიას, არა მხოლოდ გარეთ, არამედ საკუთარი გუნდის შიგნითაც მოუწევს.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა შევთანხმებულიყავით, რომ ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის აზრითაც უმჯობესი იყო ეს შემდეგი არჩევნებიდანვე მომხდარიყო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, სად გჭირდება კონსენსუსის მიღწევა, გუნდის შიგნით თუ მის გარეთ, იგი ყველა მოსაზრების გათვალისწინებას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჯანიც კარგად გაიგებს ამას. არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმასაც, რომ გუნდის შიგნით კონსენსუსის საჭიროებაზე ჩვენ თვეებით ადრე ვსაუბრობდით. მთავარია, რომ საბოლოოდ ჩვენ ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა გვექნება, ისევე როგორც სხვა ცვლილებების პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ „საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით ძალიან იმედგაცრუებულია“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics