05:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
რუსეთის საგარეო: თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერებამ, შეიძლება სასარგებლო პროცესი გაწყვიტოს

თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მტრული რიტორიკის გახშირება სულ უფრო ეწინააღმდეგება სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამყარების ტენდენციას და შესაძლებელია, ორივე ერისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესი გაწყვიტოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ზალკალიანი: ველოდებით, რომ მცოცავ ოკუპაციას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება გაეროს და ევროკავშირის მხრიდან

 „ამ უკანონო ქმედებების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო და გენერალური ასამბლეა ინფორმირებული არიან და ველით, რომ ამას შესაბამისი ადეკვატური რეაგირება მოჰყვება არა მხოლოდ გაეროს, არამედ ევროკავშირის მხრიდან“,-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით მცოცავ ოკუპაციას. 

რეხვიაშვილი: ჩაბუქისთვის თავშესაფრის სტატუსზე უარის თქმა მის ექსტრადიციას არ იწვევს

 „მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის უარის თქმა არ იწვევს მის ექსტრადაციას “,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგზე  განაცხადა. 

ციხელაშვილი: მეჩვენება, რომ მცოცავი ოკუპაციის მთავარი ამოცანაა პროვოკაციას წამოვეგოთ ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ

 „მეჩვენება, რომ  ამ ქმედებების მთავარი ამოცანა ის გახლავთ,   გარკვეულ პროვოკაციას წამოვეგოთ, ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ, რასაც ძალიან მყარი ევროინტეგრაციის კურსი წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

კელი: მთავრობასთან გვქონდა თხოვნა მუხთარლის ოჯახის უსაფრთხოებაზე და დაგვპირდნენ, რომ დამატებით ზომებს მიიღებენ

„მუხთარლის საქმეზე გამოძიება იმდენ დროს წაიღებს რამდენიც საჭირო იქნება მის დასასრულებლად“,-ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კელი: მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზე საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობდეს

„მნიშვნელოვანია, რომ ჩაბუქის ექსტრადაციის საკითხზე  საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობდეს“,-ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

 

გრიგორი კარასინი: რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი

რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა
თეა წულუკიანი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტრთა სამიტზე მოხსენებით წარსდგება

იუსტიციის მინისტრი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრთა სამიტი ტალინში გაიმართება. 

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესებზე არ იძალადოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერთან  და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. 

პრემიერი: ხელისუფლებამ ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს და ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

კელი: პრემიერმა თქვა, რომ რეფორმებს გააგრძელებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რეფორმებს გააგრძელებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ“,-ამის შესახებ აშშ-ის  სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ აბაშიძე დღეს გრიგორი კარასინს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს პრაღაში რუსეთის საგარეო უწყების მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. 

მდინარაძე: ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ რუსეთს „გაუპრავა“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უშიშროების საბჭო ის ადგილი არ არის, სადაც მცოცავი ოკუპაციის მსგავს საკითხებს განიხილავენ. 

მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არასოდეს დამდგარა

„არასოდეს საქართველოს საკითხი ასე აქტუალური არ ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და არასოდეს რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არ დამდგარა ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ბერშუეთის მიმართულებით მცოცავ ოკუპაციას.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics