ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შედგეს საერთო კონსესუსი დოკუმენტთან დაკავშირებით და ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.