06:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 11:37:09, 2424 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და დელეგაციის წევრებმა, მინსკში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

უკრაინის, გერმანიის და პორტუგალიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე ქართველი კანონმდებლებმა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ასევე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს. 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის ახალ და საინტერესო გეგმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო გერმანიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრა. თანამშრომლობის გაღრმავების სფეროები მიმოვიხილეთ და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან საერთო ინტერესები და გამოწვევები, როგორიცაა ევროატლანტიკური სწრაფვა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები, განვიხილეთ. დავსახეთ თანამშრომლობის ახალი მიზნები და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ქაცარავამ.

რაც შეეხება პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სოფიო ქაცარავამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ურთიერთობების განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრა და მისი შინაარსობლივი ნაწილი წარმოადგინა. 

„ჩვენი ყველა შეხვედრის მიზანია განზარდოთ საქართველოს როლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენ პარტნიორებთან და დავიცვათ ასამბლეის მიერ აღიარებული პრინციპები და ვიზრუნოთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics