06:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 10:56:57, 2316 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტრთა სამიტზე მოხსენებით წარსდგება

იუსტიციის მინისტრი ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შს მინისტრთა სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრთა სამიტი ტალინში გაიმართება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მოხსენებით წარდგება.

მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრი ინიციატივით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა შექმნან ქსელი, რომელიც სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროს მოიცავს.

გარდა ამისა,  მართლმსაჯულების რეფორმის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით ყოველწლიური კონფერენციები მოეწყოს.

წულუკიანი  თავის მოხსენებაში კორუფციასთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთოების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრებს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გააუმჯობესა მონაცემები და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა; ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

მინისტრი ხალხისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის − საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების შესახებ ისაუბრებს. 

თეა წულუკიანი საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შედეგებს მიმოიხილავს და ამ კონტექსტში ყურადღებას გაამახვილებს „OGP“-ის (ღია მმართველობის პარტნიორობა) ფარგლებში ქვეყნის წარმატებაზე.

როგორც ცნობილია, საქართველო 2014 წელს − ღია მმართველობის („OGP“) მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება ერთი წლის ვადით.

იუსტიციის მინისტრი კიბერუსაფრთხოების თემაზეც ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში ჩვენი ქვეყანა მე-8 ადგილზეა, რაც ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა.

ტალინის მინისტრთა სამიტი ერთდღიანია და ის ევროკავშირის მოწვევით გაიმართება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics