ოთარ დანელიამ ოზურგეთში სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოები მოინახულა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, გურიის რეგიონის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად ოზურგეთში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისა და მეკალმახეობის განვითარების მიმართულებით დაფინანსებული მეურნეობები დაათვალიერა.