|
2016-04-22 19:20:44, 552 ნახვა
საზოგადოება
ვისკონსინის შტატის დელეგაცია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას საქართველოში ვიზიტით მყოფი ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაცია ესტუმრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ხის საამქრო, მაკარონისა და პურის საწარმოები, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი და სასადილო. უწყების ინფორმაციით, დელეგაციის წევრები გაეცნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს და თავისუფლებაშეზღუდულ პირებს გაესაუბრნენ. ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმ საგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების პროგრამებით, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაშია დანერგილი. როგორც ვისკონსინის შტატის ერთ-ერთი დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ჯეისონ ბენზელმა აღნიშნა, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ანალოგი აშშ-ში არ არსებობს. „არაჩვეულებრივია, რაც აქ ვნახეთ: პურის საცხობი, მაკარონის საწარმო, ხის საამქრო, სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების კურსები. მიმაჩნია, რომ ასეთი დაწესებულება თავისი დაბალი უსაფრთხოების ზომებით, არაჩვეულებრივი საშუალებაა მსჯავრებულთა გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად და საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად დასაბრუნებლად,“ - განაცხადა ჯეისონ ბენზელმა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, თემურ მაღრაძის განცხადებით, აშშ-ს დელეგაციამ დადებითად შეაფასა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობა და მხარდაჭრა გამოხატა იმ პროექტებისადმი, რომელიც დაწესებულებაში ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)