|
2016-04-23 11:48:19, 539 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგები მიმდინარეობს
ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" ბიზნესოპერატორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო პროგრამა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს" (REAP) შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სასაკლაოებში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემის დანერგვა, რაც შიდა საწარმოო პროცესის კონტროლს და ბიზნესის რისკების შემცირებას გულისხმობს. ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის სისტემის დანერგვა სავალდებულოა სასაკლაოებისთვის. ამ მიზნით სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს" (REAP) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი მიმდინარე წლის მარტში გაფორმდა. HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. HACCP ეფუძნება 7 ძირითად პრინციპს: საფრთხის ანალიზის ჩატარება; კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დაწესება; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება. HACCP-ის სისტემის გამოყენება ზრდის მომხმარებლის ნდობას წარმოებული სურსათისადმი და განაპირობებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)