|
2016-04-23 11:30:10, 499 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ პარიზში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარიზში ვიზიტის ფარგლებში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „მწვანე სახლი" მოინახულა. მედპერსონალთან შეხვედრისას მაკა ჩიჩუამ საფრანგეთში აპრობირებული ბავშვთა რეაბილიტაციის მეთოდოლოგია, ამ მიმართულებით არსებული პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და წამყვანი სარეაბილიტაციიო პროგრამების საქარველოში დანერგვის საკითხებზე ისაუბრა. პირველმა ლედიმ დღესვე მედიასთან მის მიერ გამართული შეხვედრა შეაფასა და მსგავსი ცენტრების ჩვენს ქვეყანაში არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: "ადრეული განვითარების ცენტრებისგან განსხვავებით, ამ ორგანიზაციაში ბავშვებთან კომუნიკაცია ხდება ოჯახურ გარემოში. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სხვადსხვა სახის ფსიქიკური აშლილობა, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ განსხვავებული მეთოდებით, როგორიც არის სხვადასხვა სახის თამაშები და მათი მეშვეობით ხდება მათზე დაკვირვება და ფსიქიკური აშლილობის მიზეზების დადგენა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის გავცნობოდი ახალ მეთოდებს, მენახა რა ტიპის სამუშაოებს ატარებენ ფსიქოლოგები ამ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობისას. მსურს საქართველოშიც დაინერგოს მსგავსი პრაქტიკა. თუმცა ჩვენთან არის ადრეული განვითარების ძალიან კარგი ორგანიზაცია „პორტიჯი" ნინო ცინცაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. „მწვანე სახლი", რომელშიც მე დღეს ვიმყოფებოდი არის განსხვავებული ტიპის. ბავშვებთან მუშაობა, მათთან კომუნიკაცია ხდება სხვადსხვა გასართობი თამაშებით, რომელშიც აუცილებლად ჩართულები არიან მშობლებიც. ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, ურთიერთობას, ადვილად უნდა იყვნენ ინტეგრირებულები იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ძალიან მინდა ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიპოვო და სადაც ჩავდივარ უცხოეთში, ვცდილობ ასეთი დაწესებულებები მოვინახულო, რომ გავიგო თუ რა ხდება ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში. მსურს, რომ ჩვენც ავყვეთ მათ ტემპს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯებია ჩვენთან გადადგმული ვთვლი, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა საჭირო ამ მიმართულებით“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)