„უნდა გავთავისუფლდეთ ტრადიციისგან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები წარმოადგენს მხოლოდ ერთი პარტიის ნააზრევს“
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას თანხმობის დოკუმენტი, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.