|
2017-05-23 11:46:29, 1415 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალი მიმდინარეობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ სამმხრივ მინისტერიალს მასპინძლობს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა რიგით მეხუთე შეხვედრა უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით დაიწყეს. ლევან იზორიამ, ფიქრი იშიკმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, ასევე სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისკენაა მიმართული. მინისტრებმა ერთმანეთის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამმხრივ თანამშრომლობაზე გამახვილდა. მინისტრებმა სამივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით დაგეგმილ ერთობლივ სწავლებებზე ისაუბრეს და მომავალში სამმხრივი წვრთნების მასშტაბების გაზრდის სურვილი გამოთქვეს. საქართველო კი, აზერბაიჯანული და თურქული მხარეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსების შეთავაზებას კვლავ გააგრძელებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაც განიხილეს, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე პირველად გაიმართება და მას საქართველო უმასპინძლებს. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ სამივე ქვეყნის პირველ სამხედრო პირებს შორის დაწყებული ფორმატი პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მინისტრებმა სამხედრო-სპორტული მიმართულებით სამმხრივი თანამშრომლობის დაწყების საკითხიც მიმოიხილეს. შეხვედრა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მიერ ერთობლივი განცხადების ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანა კვლავ გააგრძელებს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას, აღიარებენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის წარმატებული მექანიზმია. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. დღევანდელი მინისტერიალი რიგით მეხუთეა და მას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.
(NS)
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)