18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 21:35:49, 2336 ნახვა

საზოგადოება
2017 წლის ეროვნული გამოცდების 3 ივლისს დაიწყება - რა ცვლილებები შევიდა საგამოცდო პროცესში

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ჯერ–ჯერობით უცნობია, 41 500 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან რამდენი მათგანი წარსდგება საბოლოოდ გამოცდებზე, რადგან სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგად ამ რაოდენობაში ცვლილება შევა. საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეები სტუდენტობისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, უკვე არსებობს ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით, თუმცა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განრიგის გამხელისაგან თავს იკავებს.

“განრიგი არსებობს, მაგრამ ჯერ ეს საბოლოო ვერსია არა რის, რადგან გამოსაშვები გამოცდების შედეგებს ველოდებით. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე 41 500–მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მაგრამ ეს რიცხვი შეიცვლება. ამიტომ, შესაძლებელია თარიღებიც შეიცვალოს – დღეები საგნების მიხედვით გადანაწილდეს და ა.შ. ეს თეორიულად შესაძლებელია და არ გვინდა აბიტურიენტები დავაბნიოთ. გამოსაშვები გამოცდების დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა და შემდეგ უკვე განრიგის საბოლოო ვერსიასაც მოვამზადებთ”, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებებია საგამოცდო სექტორების კუთხით. წელს საგამოცდო ცენტრებს ახალი, 103–ე სკოლა დაემატება, რომელიც ისანი–სამგორის რაიონში მდებარეობს. ამის საჭიროება ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო სექტორების შემცირების გამო დადგა. როგორც მიმინოშვილი განმარტავს, ეს იმ აუდიტორიების შემცირებამ გამოიწვია, რომელთა გამოყენებაც გამოცდებისათვის შეიძლებოდა.

“ფაკულტეტებმა სართულები აითვისეს. ზოგიერთ ოთახში კაბინეტები გაკეთდა და საგამოცდო სექტორად ვეღარ ვიყენებთ. საბოლოო ჯამში, მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტზე სრულად უარს ვიტყვით. გარეუბნებში მდებარე სკოლები გაცილებით ეფექტურია. მათ უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვთ, წყნარი და მშვიდი გარემო. მიმდებარე ტერიტორიებიც ისეთია, რომ არც სამანქანო გზები უშლის ხელს და გამოცდებიც უფრო წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს. ასე რომ, მომავალში უმაღლეს სასწავლებლებს ალბათ სრულად ჩავანაცვლებთ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მაია მიმინოშვილმა.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრების მოწყობა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics