18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 17:02:54, 1669 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ახალგაზრდებსა და ლაბორატორიის სპეციალისტებს შორის პერიოდულად შეხვედრებს მართავს.

ამჟამად, სადიაგნოსტიკო დეპარტამენტების საქმიანობის დეტალურად გასაცნობად, ლაბორატორიას მომავალი ვეტერინარები, ფიტოსანიტრები და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები ესტუმრნენ.

დარგის სპეციალობების მიხედვით, ტემპუსის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.

ღია კარის დღე ჩატარდა ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის  და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში.

შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.

მსგავსი სახის აქციები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის.

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების, ასევე სურსათის კვლევის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს პერმანენტულად უტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics