პატრიარქი დეკანოზის ოჯახს: დარწმუნებული ვარ, ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.