ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი მოსმენით განიხილეს.