14:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 23:33:02, 1893 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო, აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანს ტომას პრაისს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანს ტომას პრაისს შეხვდა. 

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, ორმრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. 

შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის. 

2017 წლის მემორანდუმში, ასევე გათვალისწინებულია დანართი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რაც  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 

ვაშინგტონშიო ვიზიტამდე, ჯანდაცვის მინისტრი ატლანტაში, სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა. 

ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) მოინახულა. ასევე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორთან - ანა შუჩატთან და ცენტრის სხვა ხელნძღვანელ პირებთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებები იყო.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics