14:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 19:23:37, 1917 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სამსახურის რე­ფორმის საკითხებს კონ­ფერენცია მიეძღვნა

საჯარო სამსახურის რე­ფორმის საკითხებზე სასტუმრო „ფაბრიკაში“ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზ­ატორი საქართველოს სა­ხელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტ­ოს ინოვაციური სერვის­ების ლაბორატორია, „ს­ერვისლაბი“ იყო.

ღონისძიება საქართველ­ოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომ­ლობით და გაეროს განვ­ითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავ­რობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელშეწყობ­ით მოეწყო.

„ინოვაციური სერვისე­ბის ლაბორატორია უკვე მეორედ ატარებს კონფ­ერენციას საჯარო სექტ­ორში ინოვაციებთან და­კავშირებით. წლევანდე­ლი შეხვედრა ეძღვნება საჯარო სამსახურის რეფორმას. ინოვოციური პროგნოზირების მეთოდო­ლოგია-ფორსაიტი რომელ­საც ამ შემთხვევაში ვიყენებთ, გვეხმარება გავაანალიზოთ რეფორმის მიმდინარეობა, განვ­საზღვროთ მოსალოდნელი რისკები და შევიმუშა­ვოთ პოტენციური გამოწ­ვევების დაძლევის გზე­ბი“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ, სახელმწ­იფო სერვისების განვი­თარების სააგენტოს თა­ვმჯდომარემ, 22 ივნისს კონფერენციის გახსნ­აზე.

დისკუსიებისა და სიმუ­ლაციური სავარჯიშოების მეშვეობით, ინოვაცი­ური კონფერენციის მონ­აწილეებმა განიხილეს საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის შესაძლო სცენარებსა და რეფორმის მიმდინარეო­ბასთან დაკავშირებულ პოტენციური რისკები.

კონფერენციას უძღვებო­და საერთაშორისო ექსპ­ერტი, ნურ ანისა აბდუ­ლა, დუბაის ამიტი უნი­ვერსიტეტის პროფესორი. წლევანდელი კონფერენც­ია დაემთხვა საჯარო სამსახურის საერთაშორი­სო დღეს, რომელსაც გა­ერო ყოველწლიურად 23 ივნისს აღნიშნავს. "საქართველოში მიმდინ­არე რეფორმა უმნიშვნე­ლოვანესია ძლიერი, პრ­ოფესიული და მიუკერძო­ებული საჯარო სამსახუ­რის ჩამოყალიბებისათვ­ის.

ინოვაციური მიდგო­მების გამოყენება ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებას და დადებით შედეგს მოუტანს, როგორც საჯარო მოხელე­ებს, ასევე საქართველ­ოს მოსახლეობას", - განაცხადა ნათია ნაცვ­ლიშვილმა, გაეროს გან­ვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმ­ძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის 2016 წელს შემუშავებული ოთხპუნქ­ტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემა­დგენელია. გაეროს გან­ვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს რეფორმ­ის პროცესს დიდი ბრიტ­ანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებ­ული სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებ­ში. ინიციატივა, რომლ­ის საერთო ბიუჯეტი 4.5 მილიონი ფუნტია, ეხ­მიანება რეფორმის პრი­ორიტეტულ მიმართულებე­ბს და 2020 წლის ბოლო­მდე გაგრძელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics