00:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერაზეც წავიდნენ
სერგი კაპანაძე: გვარამიას დაკავება დიდი სიგიჟე იქნება

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე სასამართლოში ნიკა გვარამიას დაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, „რუსთავი2“-ის საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

 

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

მამუკა ახვლედიანი მის გამოკითხვას სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს.

შეიარაღებული თავდასხმა ვაკეში - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის 78 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1041 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2017 წლის 14-15 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
 

ზაზა ხეჩუაშვილი: საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს, სასამართლომ გააუქმა მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გადაწყვეტილება

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ სეოკ-ის სარჩელის დაკმაყოფილებით მხოლოდ ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება გააუქმა.

 

პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი მაია რჩეულიშვილი და შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთ"-ის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 

ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძემ დამაბარა მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ ირაკლი მამალაძე მისი გარე ბიძაშვილი და უახლოესი მეგობარია

ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებები გააცნო.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 100 გრამამდე ნედლ მარიხუანაზე პატიმრობა აღარ იქნება

100 გრამამდე ნედლ მარიხუანაზე პატიმრობა აღარ იქნება, - შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა
საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა, რომელიც მოსამართლის გამოსაცდელ სამწლიან ვადას ეხება, არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4¹ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განმწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

მანანა კობახიძემ მოსამართლის ფიცი დადო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ ფიცი დადო.

 

ირაკლი აბესაძემ პროკურატურა დატოვა

მთავარ პროკურატურაში "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის გამოკითხვა დასრულდა. ის საგამოძიებო უწყებაში მოსამართლე ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით  დაიბარეს.

 

გივი თარგამაძე პროკურატურაში მისი მანქანის აფეთქების საქმის გასაცნობად მივიდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში მივიდა მისი მანქანის  აფეთქების საქმის გასაცნობად.

 

აბესაძე: მოსამართლე ნაზღაიძე ცდილობს, მიწის ნაკვეთი ჩოხელზე გადააფორმოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics