10:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 22:33:27, 2425 ნახვა

სამართალი
სალია: რამდენიმე დღით იმიტომ იქნა შეჩერებული, რომ სტრასბურგის სასამართლო ითვალისწინებს ჩვენი მხარის ინტერესსაც

აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით იმიტომ იქნა შეჩერებული, რომ სტრასბურგის სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩვენი მხარის ინტერესსაც, - ასე აფასებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისი განცხადებით, უპრეცენდენტო იქნება იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლო დავის დასრულებამდე შეაჩერებს ეროვნულ დონეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ისეთ საქმეზე, რომელიც არ ეხება ადამიანის წამებას ან დეპორტაციას.

როგორც "კურიერის" პირდაპირ ეთერში ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს. ის ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ სამართლებრივი ნაწილის განხილვა სასამართლოს ერთ დღეშიც შეეძლო.

„დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ჩვენ ველოდებით ამ დასაბუთებას და ნებისმიერ მხარეს შეგვეძლება, შემდგომ გავაკეთოთ კომენტარები, რამდენად მოახერხა იმ მცირე დროში დაესაბუთებინა პოზიცია“, - განაცხადა პაატა სალიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics