22:37 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-17 21:03:33, 282 ნახვა

პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს

ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს. "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტმა თქვა, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა გაიაროს პარტიის ლიდერებთან, მათ შორის დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თინა ბოკუჩავას როლს ის პარტიაში საგარეო მიმართულბით ხედავდა, ახალი რეალობის გათავალიწინებით კი უცხოელ პარტნრიორებთან უერთიერთოებების შეთავსება უკვე ახალ საერთაშორისო მდივანს მოუწევს. 

"

მე მგონია, რომ ამხელა პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს არჩევითი. შესაბამისად, ვიტყვი, რომ არჩევნები გაცილებით უფრო მიმზიდველია, თუმცა მანამდე პარტიის წევრებს უნდა შევხდე, ვეტერანებს, ასევე მაინტერესებს ხაბესთან ან კომუნიკაცია, რაც ძალიან რთულია ციხეში. 

ჩემთვის მნიშვნელოვანია შეხვედრები და პარტია როგორ უყურებს ამ ყველაფერს. არჩევნები არის აუცილებელი ამ დროს, როდესაც ამბობს, რომ მე მოვდივარ დიდი ცვლილებებისთვის და რევოლუციისთვის, პარტიაში გჭირდება  სრულფასოვანი ლეგიტიმაცია და სრულფასოვან ლეგიტიმაცაის გაძლევს არჩევნები. 

თინასთან დაკავშირებით გულწრფელი ვიყავი, რომ მეტი კომპეტენციაა, მისი ცოდნაა, გამცოდილებაა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობები, რაც მთავარი ამბავია ამ პარტიაში. წელიწადში 6 თვე ქვეყნის გარეთ მუშაობდა ამ პარტიის ძირითადი ნაწილი, შესაბამისად, ეს ხაზი უნდა დარჩეს. ეს ხაზი უნდა დარჩეს სხვა ადამიანტან ერთად, რომელსაც აქვს კომპეტენცია და გამოცდილება, რაც მე არ მაქვს. სწორედ ამიტომ იქნებოდა ეფექტური ფორმატის გათვალისწინება, მე ქვეყნის შიგნით, თინა ქვეყნის გარეთ. მე ვფიქრობ რომ კარგი ფორმულა იყო, მაგრამ ახლა უნდა იარსებოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც საგარეო მდივნის სტატუსით ამ ყველაფერს უზრუნველყოფს", - თქვა მან ტვ პირველის ეთერში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics