|
2017-03-04 10:39:52, 2592 ნახვა
სამართალი კომენტარი
დავით დვალი: პირობას ვდებ, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დავუშვებ
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს. ამის შესახებ დვალმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „რეალურ სივრცეში“ განაცხადა. „მე ცენზორად „რუსთავი 2“-ში არ დავბრუნდები, ამის პირობას ვდებ - არ დავუშვებ, „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს. თუკი დაცვის მექანიზმი არ მექნება, ვაცხადებ, რომ არ მაინტერესებს ასეთ „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნება, ჩავთვლი, რომ ისევ თავიდან მითვისებულია და განვაგრძობ ბრძოლას, ჩემთვის აქ კომპრომისი არ არსებობს“, - განაცხადა დვალმა. მისივე თქმით, ის და არხის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძე მხოლოდ კუთვნილი წილის დაბრუნებისთვის იბრძვიან. „ჩვენ იმ სამოცი პროცენტისთვის ვიბრძვით, რომელიც ჩვენი იყო და სხვა რამეზე არანაირი პრეტენზია არ გვაქვს“, - აღნიშნა დვალმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)