13:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გია ვოლსკი "რუსთავი 2"-ს მიმართავს, სრული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "რუსთავი2"-ს მიმართავს, სრული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს.

 

ღარიბაშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ

ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით, დამთავრებული კანონის უზენაესობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

 

ხელისუფლება 2012 წლის ნოსტალგიაში ჩარჩა - პოლიტოლოგები „ოცნების“ სამ წელს აფასებენ

მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემები, საარჩევნო კოდექსის ვერმოგვარება, პრობლემები მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ ორგანოებში, ინსტუტუციური პრობლემები, - ეს არასრული ჩამონათვალია იმის რაც ქართველი პოლიტოლოგების შეფასებით ქვეყანას „ქართული ოცნების“ მმართველობის სამი წლის თავზე ისევ აწუხებს. პოლიტოლოგები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ „ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სისტემის დემონტაჟი ვერ მოახერხეს. 

დავით ბაქრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, სამი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო პარტნიორთან კონფლიქტში შესულიყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ბაქრაძის შეფასებით,  „ქართულმა ოცნებამ“  ხელისუფლებაში ყოფნის სამი წლის განმავლობაში მოახერხა  ყველა საერთაშორისო პარტნიორთან კონფლიქტში შესულიყო.

 

სერგეენკო: პლატონური ურთიერთობა რომ არ გამოგვივიდეს, კარგი იქნება ომბუდსმენი მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს გაეცნოს

„ერთგვარი პლატონური ურთიერთობა რომ არ გამოგვივიდეს, კარგი იქნება თუ თვითონაც გაეცნობა მთავრობის მიერ  გადადგმულ ნაბიჯებს“, – ასე შეაფასა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახალხო დამცველის ანგარიში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

ნიკა გვარამია: ხელისუფლებას ვპირდები, „რუსთავი 2“-ის დახურვამდე თქვენ დაიხურებით

 „ხელისუფლებას ვპირდები, სანამ რუსთავი 2  დაიხურება, დაიხურებით თქვენ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“ დღეს დახურვის წინაშეა, ისე როგორც არასდროს

„ გასაოცარი მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით. მან თავისი გადაწყვეტილებით რუსთავი 2 დახურა“, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მარგველაშვილი: მე არ ვარ დალხენილი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ ეს ვალდებულება მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს

მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი,მაგრამ ეს ფუნქცია, ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების სენატში არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.

 

დავით უსუფაშვილი: კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ

„გილოცავთ ამ ამბავს და კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ“,-ასე შეაფასა „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში ყოფნის სამი წელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

 

საგარეო უწყება - ევროპელი დიპლომატები ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს აღიარებენ

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.

კალაძე: 1ოქტომბერი საქართველს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება

„1ოქტომბერი საქართველს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება“- ასე აფასებს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მოქმედი ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მეოთხე წლისთავს.

მარგველაშვილი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში პილიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც პოლიტიკური წარსული ჰქონდათ.

გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში NDI-ს ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი  ვაშინგტონში  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის სულისშემძვრელია ის საფრთხე, რასაც კუნძულოვანი სახელმწიფოები განიცდიან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics