პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ანაზღაურება: ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო 16 537 ლარია
საქართველოში, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარეს აქვს, რომლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ჯამში 16 537 ლარს შეადგენს. ყოველთვიური ანაზღაურების მიხედვით, მე–9 ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი – 6 900 ლარი. მე–18 ადგილზეა პრემიერ–მინისტრი – 4 250 ლარი. 135–ე ადგილზე არიან დეპუტატები – 2000 ლარი. ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვთ, აჭარისა და აფხაზეთის თანამდებობის პირებს.