|
2015-10-01 10:54:01, 424 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: 1ოქტომბერი საქართველს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება
„1ოქტომბერი საქართველს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება“- ასე აფასებს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მოქმედი ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მეოთხე წლისთავს. მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში გარკვეული მიმართულებებით, დაპირებები არ შესრულებულა, თუმცა ის პროცესშია. „მნიშვნელოვანი დღეა. ვფიქრობ 1 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ეს დღე მომავალ თაობას დაამახსოვრდება დღედ როცა ქართველმა ერმა სისხლიან რეჟიმზე გაიმარჯვა იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ხალხის წინ ჩაიოდნენ - რა მდგომარეობაში იყო მოსახლეობა, ჟურნალისტები, მაგრამ ქართველმა ხალხმა შევძელით, ერთად დგომით, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა. ბევრი რეფორმა გატარდა. შეიძლება არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც დაპირება ჯერ არ შესრულებულა, თუმცა ის პროცესშია“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)