19:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბერძენიშვილი: კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ ჩვეულებრივია, „ოცნებისთვის“ დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა

პოლიტიკის კეთების ევროპული კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ ჩვეულებრივია, „ქართული ოცნებისთვის“ კი, დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

აგულაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა

„ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს „რესპუბლიკურ პარტიასთან“, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  გიგლა აგულაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

 

თამაზ მეჭიაური: "ქართულმა ოცნებამ" "რესპუბლიკელებთან" გარიგება დადო და წინასაარჩევნოდ ჩრდილში გადაიყვანა

"თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა გარიგების ნაწილია და "ოცნებას" სურს, წინასაარჩევნოდ მათი რეიტინგი კიდევ უფრო არ დაზარალდეს, ხოლო არჩევნების შემდეგ "რესპუბლიკელები" კვლავ წამყვან თანამდებობებს დაუბრუნდებიან.

 

ზაქარეიშვილი: გუშინდელ დღემდე ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვლა

„გუშინდელ დღემდე ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვლა და დღეიდან მოვალეობები უნდა გადავაბარო“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ომბდუსმენი „გირჩს“ მიმართავს, 10 ივლისს გამოქვეყნებული წინასაარჩევნო რეკლამის ინტერნეტ სივრციდან მოხსნა უზრუნველყოს
თინა ხიდაშელი თანამდებობის დატოვებას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გეგმავს

„მინისტრის თანამდებობას დავტოვებ, გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა და გარკვეულ კალენდარზე შევთანხმდით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

თამაზ მეჭიაური "გირჩის" მიმართვაზე - ზოგიერთი პარტია დედამისის ხმასაც ვერ მოიპოვებს

"თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებით, "ახალი პოლიტიკური ცენტრის" მიმართვა ახალგაზრდებისადმი არის არაკორექტული.

 

უსუფაშვილი: მივმართავ ყველა "რესპუბლიკელს", ჩვენთან ერთად ყოფნაზე არჩევანი უახლოეს ორ დღეში გააკეთოს

"რესპუბლიკური"პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი პარტიის წევრებს მიმართავს, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, უნდა იყოს თუ არა საარჩევნო ბრძოლაში მათთან ერთად,  არჩევანი უახლოეს ორ დღეში გააკეთოს:

 

გია ხუხაშვილი: "გირჩმა" ვიდეომიმართვით, პირველ რიგში, საკუთარ ბებია-ბაბუებსა და დედ-მამას მიაყენა შეურაცხყოფა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ვიდეოგზავნილი შეურაცხმყოფელია და ის ამომრჩეველზე, მათ შორის ახალგაზრდებზე, ნეგატიურად იმოქმედებს.

 

დავით უსუფაშვილი: "რესპუბლიკელები" პირნათელი ვართ ჩვენს ხალხთან

"ჩვენ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტეტული რეჟიმისგან, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდეს მრავალპარტიული, ინსტიტუციური სისტემა, ამას ბევრი შრომა სჭირდება  და "რესპუბლიკელებს"  გვაქვს  პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში",-ამის შესახებ "რესპუბლიკელების" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

 

გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

"რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო კამპანიას დავით უსუფაშვილი უხელმძღვანლებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უსუფაშვილი საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება.

 

გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა
თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს დატოვებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.

 

"რესუბლიკური პარტია" დღეს წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს

საქართველოს რესუბლიკური პარტია"  დღეს  წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ენმ-მ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ და პარტიის საარჩევნო სიის ათეულის წევრებმა სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინეს.

 

”რესპუბლიკელები” დღეს საზოგადოებას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გააცნობენ

„რესპუბლიკური პარტია“ ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics