20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 13:42:44, 634 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: "ქართულმა ოცნებამ" "რესპუბლიკელებთან" გარიგება დადო და წინასაარჩევნოდ ჩრდილში გადაიყვანა

"თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა გარიგების ნაწილია და "ოცნებას" სურს, წინასაარჩევნოდ მათი რეიტინგი კიდევ უფრო არ დაზარალდეს, ხოლო არჩევნების შემდეგ "რესპუბლიკელები" კვლავ წამყვან თანამდებობებს დაუბრუნდებიან.

როგორც "ექსპრესნიუსს" მეჭიაურმა განუცხადა, "ოცნება" ძალიან დაემსგავსა "რესპუბლიკელებს" და ორივე დასავლეთის ღირებულებებზეა ორიენტირებული.

"არ არის გამორიცხული რომ "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის რაიმე გარიგება იყოს დადებული. ცოტა ხნის წინ ეს მინისტრები საერთოდ არ აპირებდნენ გადადგომას და არც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ამაზე. გამომდინარე იქიდან, რომ "რესპუბლიკელების" რეიტინგი ძალიან აზარალებდა "ქართულ ოცნებას" უნდათ, რომ ისინი ჩრდილში გადაიყვანონ. "რესპუბლიკელები" და "ოცნება", ფაქტიურად, ერთი იდეოლოგიის მატარებელი პარტიები არიან. აბსოლუტურად დაემსგავნენ ერთმანეთს. ის კიარა, "რესპუბლიკელები" "ოცნებასთან" შედარებით, სიმპატიურად გმაოიყურებიან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ანტი-ქართული ძალა არიან და საქართველოში ამერიკის ინტერესებს ატარებენ. ამასვე აკეთებს "ოცნებაც" ოღონდ ამას შენიღბულად აკეთებს და ისე მოქმედებს, თითქოს, ეროვნული ძალაა. რეალურად, კი ეს არის დასვლეთიდან მარიონეტული ხელისუფლება. მე ბიძინა ივანიშვილთან არაერთხელ მქონია საუბარი ქვეყნის საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით. ბატონი ბიძინა რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. ფაქტიურად, ის საქართველოში მხარს უჭერს პროდასავლურ ძალებს და ხანდახან ისიც ცდება-ხოლმე", - განაცხადა მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics