20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 12:17:43, 744 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრმა გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.

ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ბატონ გიგლა აგულაშვილს, მან გააკეთა სხვა არჩევანი, იგი გაემიჯნა "რესპუბლიკურ პარტიას", და რჩება თანამდებობაზე, რჩება მთავრობაში. ამ კონკრეტულ საკითხზე ალბათ, თავადაც  გააკეთებს განცხადებას.ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ, მივმართავ ყველა "რესპუბლიკელს",ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად, გააკეთოს  არჩევანი უახლოეს ორ დღეში, იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის",-განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, „რესპუბლიკელი“ მინისტრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics