20:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 14:45:40, 714 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ ჩვეულებრივია, „ოცნებისთვის“ დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა

პოლიტიკის კეთების ევროპული კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ ჩვეულებრივია, „ქართული ოცნებისთვის“ კი, დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ბევრჯერ უთქვამს, რომ ერთპარტიული მთავრობა სურთ.

„როგორც ჩვენი კამპანიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრძანა, ჩვენ მზად ვიყავით, ევროპული გამოცდილების შესაბამისად, ჩვენი მინისტრები ბოლომდე ყოფილიყვნენ საკუთარი ფუნქციის შემსრულებლები და ამით მოგვეკლო საარჩევნო კამპანიაში, მაგალითად, თინა ხიდაშელის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასევე, სხვა მინისტრების. მაგრამ, ერთპარტიული მთავრობა მინდაო - ეს ნათქვამი აქვთ. ევროპული კოალიციური სტილი პოლიტიკის კეთებისა „რესპუბლიკელებისთვის“ არის ჩვეულებრივი, „ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდა დაუძლეველი სიმაღლე. ეს არის შედეგი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. შესაბამისად, მთავრობაში დაკავებულ თანამდებობეს თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი ტოვებენ.  რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე რჩება და „რესპუბლიკურ პარტია“ დატოვა.

საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი და სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება. პარტია საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე წარსდგება სახელწოდებით „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“. პარტიის საარჩევნო შტაბს თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გაუძღვება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics