ირაკლი კობახიძე ქორწინების დეფინიციაზე: გვაქვს განცდა, რომ ვენეციის კომისიას აქ ნეგატიური შეფასება არ ექნება
„ გვაქვს წინასწარი მოლოდინი და განცდა, რომ აქ ნეგატიური შეფასება ვენეციის კომისიას არ ექნება“,-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე „ექსპრესნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციაზე ჩანაწერის გაკეთებასა და ამ კუთხით ვენეციის კომისიის შესაძლო რეკომენდაციის გათვალისწინებას ეხებოდა.