01:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 17:35:50, 2163 ნახვა

პოლიტიკა
„ახალგაზრდული საბჭოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" სხდომა გაიმართა

საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი "ახალგაზრდული საბჭოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" შეხვედრა გაიმართა. 

საბჭო წარმოადგენს საკომუნიკაციო არხს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა (ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე) და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის, რომლის ერთ-ერთ მიზანს საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათთან მუშაობა, პრობლემატიკისა და გამოწვევების შესწავლა და ანალიზი იქნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების - "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი", "მომავალ დიპლომატთა კლუბი", "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი", "ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია", „YATA საქართველო" წარმომადგენლები.

საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, შეაჯამეს ნატოს დღეები  2017-ის ფარგლებში რეგიონებში განხორციელებულ საინფორმაციო კამპანია. ასევე, „ევროპის კვირეული 2017“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics