კობახიძე: ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატიული კონსტიტუციით
„კონსტიტუცია მთავარია, რომ შინაარსობრივად იყოს გამართული და ემსახურებოდეს იმ მიზნებს, რომლებიც დაგვისახა ჩვენ საქართველოს პარლამენტმა“,-ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ვისი მხარდაჭერით იცვლება კონსტიტუცია.