00:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-30 14:36:39, 2073 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ჯარისკაცებს: ვამაყობ თქვენით და მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ

 

„ვამაყობ თქვენით, მოგიხსენიებთ ლოცვაში და მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ“,-ასე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე.

მარგველაშვილმა ყურადღება ქართველი ჯარისკაცების თავდადებაზე გაამახვილა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. ამ დღეს სიამაყით ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი ადამიანების, იმ ჯარისკაცების პროფესიულ დღეს, რომელმაც თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი ცხოვრება, თავისი პროფესიონალიზმი მიუძღვნეს უწმინდეს სამშობლოს დაცვას.

თანამებრძოლებო, თქვენ მძიმე და საპატივცემულო მისია აირჩიეთ ცხოვრების გზად.

იყო სამშობლოს დამცველი, რთულია ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ეს მისია განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხარ საქართველოს ჯარისკაცი, იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად თავისი რაოდენობრივი სიმცირისა, მიუხედავად მტრის სიძლიერისა, ამაყად დაუსახავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა თავის მიზნად.

საუკუნეების განმავლობაში თქვენ და თქვენი წინამორბედები ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებთ ჩვენ სამშობლოს ღირსებას და დამოუკიდებლობას. ამ რთული მისიის აღსრულებისას, თქვენ იცით, რომ ხართ დიდგორისა და ბასიანის შთამომავლები, თქვენ ხართ მარტყოფისა და ბახტრიონის შთამომავლები. თქვენი თანამებრძოლები იყვნენ კვინიტაძე და მაზნიაშვილი, თქვენ რიგებში იდგა და თქვენ შორის დადიოდა გმირი გიორგი ანწუხელიძე.ამიტომ, საქართველოს მოქალაქენო, ვამაყობთ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით თითოეული დღისთვის იმ სამსახურისა, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics